ახალი ამბები
გორის შპს ,,კეთილმოწყობის" სამსახურის გაუქმება იგეგმება

 

მერია დარწმუნებულია, რომ ამ ეტაპზე ,,კეთილმოწყობის" სამსახურს არსებული თანხა ეყოფა. მომავალი წლიდან კი, როგორც კი ეს სამსახურები ,,მძლავრ აიპიში" გაერთიანდება, დამატებითი ღირებულების გადასახადის გათავისუფლების გამო, 97 ათასი ლარი გამოთავისუფლდება.

 

,,ეს პატარა ციფრი კი არ არის" - უთხრა ნუკრი ჯოხაძემ პაპუნა კობერიძეს. შპს-დან ,,აიპიში" გადასვლის შემდეგ მერიას დასუფთავებისთვის ტენდერის გამოცხადება აღარ დაჭირდება.

 

შპს ,,კეთილმოწყობის" სამსახურის მუშებმა კი ერთი კვირის წინ აქცია მოაწყეს. ისინი ხელფასების მომატებას ითხოვდნენ. ,,ხელთათმანებსაც კი ჩვენი ფულით ვყიდულობთო" - ამბობდნენ ,,კეთილმოწყობის" სამსახურის მუშები.

 

კონკრეტულად როდის განხორციელდება ეს ,,რეორგანიზაცია", მერიის წარმომადგენლებმა პაპუნა კობერიძეს არ განუმარტეს.  ამჟამად, ამ სახელმწიფო კომპანიას პაპუნა კობერიძის თანამებრძოლები, ,,ეროვნული ფორუმის" წარმომადგენლები ხელმძღვანელობენ. ,,ეროვნული ფორუმის" ადგილობრივი ორგანიზაციის ლიდერი კი გორის მაჟორიტარი დეპუტატი სოსო ვახტანგაშვილია.

 

Print

სტატიის გამოყენების პირობები