ახალი ამბები
სწავლის დაწყება გორის მე-11 სკოლაში (VIDEO)
დღეს, საქართველოს სკოლებში სასწავლო პროცესი დაიწყო. გორის მე-11 საჯარო სკოლას საკრებულოს თავმჯდომარე, დავით რაზმაძე და ატენისა და გორის ეპარქიის მოძღვარი, მამა ბასილი ესტუმრნენ.

სტუმრებმა პირველკლასელებს სწავლის დაწყება მიულოცეს. სკოლის ადმინისტრაციის წარმომადგენლებმა ის მოსწავლეები დააჯილდოვეს სიგელებით, რომლებმაც გასულ წელს სწავლასა და აკადემიური მოსწრების კუთხით თავი გამოიჩინეს.

გორის მუნიციპალიტეტის მასშტაბით წელს გორის სკოლებს 1570 პირველკლასელი ჰყავს. საქართველოს მასშტაბით კი, პირველკლასში 56 518 მოსწავლეა. პირველკლასელებმა კომპიუტერები მიიღეს.

Print

სტატიის გამოყენების პირობები