ახალი ამბები
ნაცემი პოლიციელი ქალაქის საავადმყოფოებში არ მიუყვანიათ
გორის შს სამმართველოს თანამშრომელი, რომელსაც გორის ცენტრში დღეს საღამოს სცემეს,  ,,გორმედში" და სამხედრო ჰოსპიტალში არ მიუყვანიათ. ამის შესახებ შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრს ორივე სამედიცინო დაწესებულების ადმინისტრაციის წარმომადგენლებმა განუცხადეს.

შს სამინისტროს თანამშრომელს, სტალინის #23 კორპუსთან ჩხუბი რამდენიმე პიროვნებასთან მოუვიდა. შს სამინისტროს პრეს-სამსახურში ჟურნალისტებს განუცხადეს, რომ განცხადებას მოგვიანებით გააკეთებენ. დროებითი მოთავსების იზოლატორში 20 საათისთვის დაკავებული არავინ ჰყავდათ. ინციდენტი დღეს დაახლოებით 19 საათზე მოხდა. წინასწარი ინფორმაციით, ჩხუბის მონაწილე პოლიციელი სამოქალაქო ფორმით იყო.
Print

სტატიის გამოყენების პირობები