ახალი ამბები
გორის პოლიციაში დაკითხვაზე სამი პირი იმყოფება - გამოძიება პოლიციელზე ძალადობის მუხლით მიმდინარეობს
ამ წუთებში გორის შს სამმართველოს შენობაში სამი პირი დაკითხვაზე იმყოფება. ისინი, პოლიციელ ვლადიმერ დათაშვილის მიმართ განხორციელებულ ძალადობის ფაქტზე, მოწმის სტატუსით იკითხებიან.

ახლობლების თქმით, დასაკითხ პირთაგან ადვოკატი არც ერთს ჰყავს.

,,ცემა საერთოდ არ ყოფილა. ჩვენ მხოლოდ ის ვიცით, რომ სერიოზული არაფერი მომხდარა. იმ პოლიციელს ნაკაწრიც კი არა აქვს." - გვითხრეს ახლობლებმა. მათ ისიც არ იცოდნენ, რომ მოწმის სტატუსით დაბარებული პირები სისხლის სამართლის საქმეზე იკითხებიან. 

მათი განმარტებით, ინციდენტი ქალაქის ცენტრალურ ქუჩაზე, სტალინის გამზირზე არ მომხდარა. 

დღეს, საღამოს, ოფიციალურად შვებულებაში მყოფ პოლიციის თანამშრომელს ვლადიმერ დათაშვილსა და სამ პირს შორის ჩხუბი მოხდა. შს სამინისტროს პრეს-სამსახურის ცნობით, ფაქტი ძალადობის - სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით მიმდინარეობს. ,,გორმედისა" და გორის სამხედრო ჰოსპიტალის ადმინისტრაციის წარმომადგენლების განცხადებით, შს სამინისტროს თანამშრომლები მათთან შემოწმებაზე არ მიუყვანიათ
.
Print

სტატიის გამოყენების პირობები