ახალი ამბები
გორში პოლიციელსა და მოქალაქეებს შორის დაპირისპირების ფაქტზე ბრალდებული ჯერ ვერ გამოავლინეს
გვიან ღამით, გორის შს სამმართველოს შენობა იმ პირებმა დატოვეს, რომლებიც მოწმის სტატუსით დაიკითხნენ. სამი მამაკაცი, დეტექტივების განყოფილებაში, პოლიციელსა და სამოქალაქო პირებს შორის მომხდარ დაპირისპირების ფაქტზე, დაიბარეს.

გამოძიება ძალადობის  (საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით) მიმდინარეობს. დეტექტივების სამსახურის წარმომადგენლებს ბრალის შესახებ გადაწყვეტილება ჯერ არ მიუღიათ. დროებითი მოთავსების იზოლატორში 126-ე მუხლით არავინ მიუყვანიათ. შს სამინისტროს პრეს-სამსახურს დაპირებული განცხადება ჯერ არ გაუვრცელებია.

შეგახსენებთ, გუშინ, საღამოს, დაახლოებით 19 საათზე, სამოქალაქო ფორმაში ჩაცმულ პოლიციელსა და მოქალაქეებს შორის, ჩხუბი მოხდა. ჩხუბის ოფიციალური მიზეზი უცნობია. პოლიციელი ვანო დათაშვილი სამედიცინო დაწესებულებაში არ მიუყვანიათ
.
Print

სტატიის გამოყენების პირობები