ახალი ამბები
გორის მერიამ ქალაქის ცენტრში გაზონები 10 წლით გააქირავა
გორის მერიამ, სტალინის გამზრიზე, გაზონები გააქირავა. ერთი გაზონი ელდეპოს სახინკლეს წინ მდებარეობს, სადაც ხერხეულიძის ქუჩა სტალინის გამზირს უერთდება.

ხოლო მეორე გაზონი - უნივერსიტეტის შენობის გვერდით, გელდიაშვილის ქუჩაზე არსებულ მწვანე საფარს წარმოადგენს.

სტალინის გამზირზე 33 კვ.მ ფართობზე გაზონი 10 წლით გაქირავდა. ყოველწლიურად მსუბუქი კონსტრუქციის მეპატრონე 1200 ლარს გადაიხდის. ხოლო გელდიაშვილის ქუჩაზე, 12 კვ.მ ფართობზე სწრაფი კვების ობიექტის მეპატრონე 340 ლარს გადაიხდის წელიწადში.

რაც შეეხება შიოს წყლის სკვერში არსებულ ტერიტორიას, მის გასაქირავებლად მერიამ გორის საკრებულოსგან თანხმობა ვერ მიიღო.

ყოველწლიურად მსუბუქი კონსტრუქციის მეპატრონე 1200 ლარს გადაიხდის. ხოლო გელდიაშვილის ქუჩაზე, 12 კვ.მ ფართობზე სწრაფი კვების ობიექტის მეპატრონე ყოველწლიურად 340 ლარს გადაიხდის.



Print

სტატიის გამოყენების პირობები