ახალი ამბები
ყოველდღიურად გორის სოფლებში სასმელი წყლის სისტემები ზიანდება
დღეს, გორის მუნიციპალიტეტის წყლის სისტემების სამსახურის თანამშრომლები სოფელ ზერტში იმყოფებიან და სასმელი წყლის დაზიანებულ მილს აკეთებენ. ხვალ ისინი პატარა მეჯვრისხევში წავლენ და ანალოგიურ სამუშაოებს ჩაატარებენ.

ზეგ კი, ტირძნისსა და ფხვენისში აქვთ დაგეგმილი ვიზიტი - იქაც ,,კაკლიანში" წყლის მილია დაზიანებული. წყლის სისტემების სამსახურის ხელმძღვანელი ბონდო მარუაშვილი ამბობს, რომ ააიპი-ს თანამშრომლებს ყოველდღიურ რეჟიმში უწევთ მუშაობს:

,,ყოველდღიურ სამუშაო რეჟიმზე ვართ გადასული. არ არსებობს სოფელი, სადაც მსგავსი სახის პრობლემა არ გაჩნდეს. დღეს ზერტში წავედით ჰო, ხვალ მეჯვრისხევში, ზეგ ტირძნისში და ა.შ. მოძველებულია წყლის სისტემები" - აღნიშნავს ბონდო მარუაშვილი.

მიმდინარე წელს, გორის მერიამ სასმელი წყლის სისტემების რეაბილიტაციისთვის თანხები არ გამოყო. ბიუჯეტის დიდი ნაწილი, ინფრასტრუქტურის განვითარების კუთხით, გზების დასაგებად გაითვალისწინეს. არანაკლებ მძიმე სიტუაციაა ქალაქის ტერიტორიაზე. ახალი გზის დაგების დროს, თბილისის, ეკ. ჯუღაშვილის, თოიძის ქუჩებზე წყალმა ამოხეთხა
.
Print

სტატიის გამოყენების პირობები