ახალი ამბები
გორის პოლიციამ საზღვრის უკანონო გადაკვეთის ბრალდებით მამაკაცი დააკავა
შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის გორის შს სამმართველოს თანამშრომლებმა საზღვრის უკანონო გადაკვეთის ბრალდებით საქართველოს მოქალაქე დააკავეს. ამის შესახებ ინფორმაცია შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრს შს სამინისტროს პრეს-სამსახურში დაუდასტურეს.

პრეს-სამსახურის ცნობით, პოლიციელებმა მოქალაქე, გადამოწმების მიზნით, გორის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გააჩერეს.

მას პასპორტში, მეზობელი სახელმწიფოს ტერიტორიიდან უკან შემოსვლის დამადასტურებელი ბეჭედი არ აღმოაჩნდა.  საქართველოს საზღვარი რუსეთის ტერიტორიის მიმართულებით ჰქონდა გადაკვეთილი, ხოლო უკან რა გზით შემოვიდა, არ იყო მითითებული.

1972 წელს დაბადებულ ნ.კ-ს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 344-ე მუხლის პირველი ნაწილით (საზღვრის უკანონო გადაკვეთა) წაუყენეს ბრალი. კონკრეტულად, რომელი სასაზღვრო გამშვები პუნქტის გვერდით ავლით შემოვიდა ნ.კ საქართველოს ხელისუფლების კონტროლირებულ ტერიტორიაზე, გამოძიებისთვის ამ ეტაპზე უცნობია
საქმის მასალები პროკურატურას გადასცეს.
Print

სტატიის გამოყენების პირობები