ახალი ამბები
ინფო 9-ის ყოფილმა ჟურნალისტმა გორის ,,ქართული ოცნების" წევრების შიდა მიმოწერის სქრინი გაავრცელა
სამოქალაქო აქტივისტმა რეზო ნადირაძემ გამოაქვეყნა ფრაქცია ,,ქართული ოცნების" თავმჯდომარის სახელით გაგზავნილი წერილის სქრინი, რომლის მიხედვით, ,,მიშა გოგინაშვილი" თანაპარტიელებს დამოუკიდებელი საპრეზიდენტო კანდიდატის სალომე ზურაბიშვილის მხარდაჭერისკენ მოუწოდებს.

რეზო ნადირაძის განცხადებით, რომელიც 2012 წელს ბიძინა ივანიშვილის ოჯახთან დაკავშირებული მედიასაშუალების ,,ინფო 9"-ის ჟურნალისტი იყო,  შიდა მიმოწერის სქრინი  ხუთმა ადამიანმა მიაწოდა. მისი მტკიცებით, ეს სქრინი ნამდვილად ეკუთვნის გორის საკრებულოს ფრაქცია ,,ქართული ოცნების" თავმჯდომარეს მიხეილ გოგინაშვილს.

მიხეილ გოგინაშვილი შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრთან საუბარში აცხადებს, რომ ამ სისულელეზე კომენტარს მოგვიანებით გააკეთებს.
Print

სტატიის გამოყენების პირობები