ახალი ამბები
გორთან სამხედრო ბაზის პოლიგონზე ბალახს ცეცხლი უკიდია
გორის სახანძრო სამაშველო სამსახურის თანამშრომლები კვერნაკის ქედზე ხანძარს აქრობენ. ცეცხლი სამხედრო ბაზის პოლიგონზე გაჩნდა. 

ტერიტორია თხრილებითაა შემოსაზღვრული და მისი გავრცელების საშიშროება დასახლებული ტერიტორიებისკენ ნაკლებია, თუმცა ქარის გამო, მეხანძრეები პრევენციულ ღონისძიებებს მაინც ატარებენ.

დაახლოებით ორი კვირის წინ, კვერნაკის ქედზე გაჩენილმა ხანძარმა მტკვარწყალმშენის დასახლებას საფრთხე შეუქმნა. საფრთხე შეექმნა ასევე ვერხვების დევნილთა დასახლებასაც




Print

სტატიის გამოყენების პირობები