ახალი ამბები
,,ცანცარაა, მწარე ოცნებაა, ლოთია, დაავალე-გააკეთებს" - ელექტრონული წერილები საუბნო კომისიებიდან ,,ოცნების" შტაბში
კასპის საარჩევნო უბნებში ,,ქართული ოცნების" რაიონულ შტაბიდან ელექტრონული ფოსტით კითხვარები მიიღეს. უბნის ადმინისტრაციის წარმომადგენლებს, კომისიის წევრების შესახებ, ინფორმაციის მიღება დაევალათ.  მმართველი პარტიის რაიონული ორგანიზაციის წევრებს შევსებული კითხვარები დაუბრუნეს.

ეს ინფორმაცია კი ,,ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენლებს ჩაუვარდათ ხელთ.  მისი თქმით, კომისიის წევრების შესახებ დახასიათება ,,ოცნების" შტაბიდან გასული წლის არჩევნებში მონაწილე ყველა თავმჯდომარემ მიიღო
.



კას
პის #14 უბანი, გრაკალი:

გიორგი ხორგუაშვილი: - ,,გამოცდილია, ყოველთვის თავმჯდომარეა, კარგია
ხიზანიშვილი ნინი, მდივანი - ,,პირველა იყო, ძლიერი გოგოა, კარგად გაართვა თავი"
გრაკლიშვილი ზინა - ექთანი ბაღში, წევრი ოლქიდან - გამოცდილია, ყოჩაღია, ყველა სფეროში ერკვევა
გრაკლიშვილი ნანა - წარმომადგენელი ,,ოცნებიდან" - ნორმალურია






სპის მე-4 უბანი

ნონა შაველაშვილი, მოადგილე, მუშაობს ენერგოპრო ჯორჯიაში  - თავიდან უკმაყოფილო იყო ყველაფერზე, თავმჯდომარე გაანაწყენა, უფუნქციობა შეიფერა, არა სანდო

მაია მაღლაფერიძე, მდივანი, მუშაობს წყალკანალში - კარგი იყო, როგორც მდივანი, თავიდან გამოუცდელობის გამო, თავმჯდომარეზე იყო მიკედლებული

გერისო ბაციკაძე, წარმომადგენელი ოლქიდან, მუშაობს მუზეუმების გაერთიანებაში - დაავალე და გააკეთებს, ინიციატივას არ იჩენს

გიორგი კენჭუაშვილი, კომისიის წევრი ოლქიდან, - გააბრაზა, ცანცარაა, ხელი შეუშალა (თავმჯდომარეს - რედ), მწარე ოცნებაა.

თამარ ხოკრიშვილი, კომისიის წევრი ოლქიდან, მუშაობს ბაღის გამგედ - არა მგონია ოცნებას უღალატოს, ყოველთვის ყუთთან იჯდა, ყველაფერი კარგად შეასრულა.

სვეტლანა იაშვილი, კომისიის წევრი კონსერვატორებიდან, - ცქვიტი, ყოჩაღი, გამოცდილი, ყველაფერზე დაასაქმებ.

მიმოზა ყურაშვილი, მრეწველი, - დაიცვა ოცნება, დაყრუვდა, დაბრმავდა

რუსუდან ბუთხუზი - კარგი გოგოა, მდივნობას შეძლებს

მარიამ თაბუაშვილი, წევრი ოლქიდან - კარგი გოგოა, როგორც გამოუცდელი, ეტყობოდა ინტერესი. რუსუდან უჯერებდა

ვანო ხვთისიაშვილი - წარმომადგენელი ოცნებიდან - კარგად აკეთებდა საქმეს, მაგრამ დალევა უყვარს, გამოხტომები აქვს, ცანცარაა






კასპის საოლქო საარჩევნო კომისიამ, 38 უბანზე, 228 წევრი შეარჩია. სულ რეგისტრაცია 244 კონკურსანტმა გაიარა. შერჩეულ წევრებში მოხვდნენ ისეთი პირები, რომლებსაც, 2016-2017 წლებში, შენიშვნები და გაფრთხილებები ჰქონდათ მიღებული.

გაერთიანებული ოპოზიციის წევრმა გურანდა ქურდოვანიძემ, კონკურსანტთა შერჩევაში არ მიიღო მონაწილეობა და განაცხადა, რომ კანდიდატების შერჩევის საკითხი, ,,ქართული ოცნების" შტაბში უკვე გადაწყვეტილი იყო.

სხდომას ასევე ესწრებოდა, ნაციონალური პარტიის წარმომადგენელი გიორგი შარიფაშვილი. შარიფაშვილმა სხდომაზე სწორედ ზემოთ მოყვანილი სიები წარადგინა.

,,ეს იყო სრული მასკარადი საოლქო საარჩევნო კომისიაში." - განაცხადა შარიფაშვილმა.

საოლქო საარჩევნო კომისიის თავჯდომარე ნანა ნონიაშვილი აცხადებს, რომ საუბნო კომისიების თავმჯდომარეებსა და ,,ქართული ოცნების" შტაბიდან არსებულ მიმოწერების შესახებ, კომენტარს ვერ გააკეთებს.
Print

სტატიის გამოყენების პირობები