ახალი ამბები
,,ბლატები" უნდა მორჩეს საბავშვო ბაღებში

 

2015 წლის ბიუჯეტში სკოლამდელ დაწესებულებებისთვის 2 მლნ 100 ათასი ლარია გამოყოფილი. ეს თანხა ვაუჩერებზე, 3100-მდე ბავშვისთვისაა გათვალისწინებული. გორის მერის მოადგილე ნუკრი ჯოხაძე ითხოვს, რომ საბავშვო ბაღებში დაწესებული ბავშვთა რაოდენობის ლიმიტები გაუქმდეს, ვიდრე ახალი საბავშვო ბაღების მშენებლობა არ დასრულდება.

 

,,დავუშვათ, ჯგუფში უკვე ჰყავს დირექტორს ლიმიტირებული 35 ბავშვი. დარეკვით მიიღო 36-ე ბავშვი. ამ ერთი ბავშვის თანხას, წესით, მუნიციპალიტეტი  არ იხდის. ესე იგი რა ხდება ამ შემთხვევაში? 36-ე ბავშვის თანხას დირექტორი სხვა ბავშვს აკლებს. ჩვენდაუნებურად ამ სქემის მონაწილე ვხდებით" - აცხადებს ნუკრი ჯოხაძე.

 

საბავშვო ბაღების ვაუჩერიზაციის წესი გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილებითაა დამტკიცებული.

 

ამ თემასთან დაკავშირებით გორის მერმა ზურაბ ჯირკველიშვილმა ერთი იდეაც წინასწარ გააჟღერა: ,,5 ლარით გვინდა გავზარდოთ თითო ვაუჩერის დაფინანსება. შესაბამისად, დავთვალეთ, რომ აღმზრდელის ხელფასი მინიმუმ 50 ლარით გაიზრდება. წინააღმდეგობა მაქვს ჩვენი ფინანსისტებისგან. მეკითხებიან, საიდან უნდა მოვიტანოთ ეს თანხა. მე ვფიქრობ, რომ მოვძებნით" - განაცხადა ზურაბ ჯირკველიშვილმა.

 

იხ. ვიდეო

 

Print

სტატიის გამოყენების პირობები