ახალი ამბები
ქვემო ჭალაში სახალხო დღესასწაული ,,ამილახვრობა 2018" გაიმართება
13 ოქტომბერს კასპის რაიონის სოფ. ქვემო ჭალაში (ისტორიული საამილახვრო) სახალხო დღესასწაულს ,,ამილახვრობა 2018" აღნიშნავენ. ამის შესახებ შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრს ღონისძიების ორგანიზატორებმა ,,ახალგაზრდობა ერთიანი მომავლისთვის" წარმომადგენლებმა აცნობეს.

ღონისძიება ღია ცის ქვეშ გაიმართება, რომელიც  2008 წლის საქართველო-რუსეთის ომის 10 წლისთავს მიეძღვნება.

დაგეგმილია: სპორტული აქტივობები; ადგილობრივი სამზარეულოს და სასმელების დეგუსტაცია; ხელნაკეთი ნივთების გამოფენა-გაყიდვა; საზეიმო კონცერტი; ღონისძიება იმართება სამთავისის და კასპის ეპისკოპოსის, მეუფე დამიანეს ლოცვა-კურთხევით.

მხარდამჭერები არიან: შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატი; კასპის მუნიციპალიტეტის მერია; საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა; საქართველოს ქორეოგრაფთა კავშირი; ხელოვნებისა და კულტურის განვითარების კავშირი Art-Folk
"

Print

სტატიის გამოყენების პირობები