ახალი ამბები
კომპანიების წარმომადგენლები ერთხელ დასუფთავებულ ტერიტორას განმეორებით ესტუმრნენ
ქალაქ კასპში კომპანია ,Grant Thornton’’-ის წარმომადგენლები, ხოლო ქარელში, ძამას ხეობაში კომპანია ,,კრისტალი’’– ს წარმომადგენლები ჩავიდნენ. მათ ის ტერიტორიები მოინახულეს, რომლის დასუფთავების ვალდებულება აიღეს ორგანიზაცია CENN- ის პროექტის ფარგლებში.

ხელმეორედ სტუმრობის დროს ნახეს, რომ ტერიტორიებზე კვლავ ნარჩენები ყრია. აუდიტორიული კომპანია ,, Grant Thornton’’-იდან 50-მდე თანამშრომელმა კასპის შესასვლელი დაასუფთავა. საფინანსო ორგანიზაცია ,,კრისტალი’’– ს წარმომადგენლები კი, ძამას ხეობაში კასპიდან, ქარელიდან, ხაშურიდან, გორიდან და ქუთაისიდან ჩავიდნენ.

ორგანიზატორებმა სხვა კომპანიებს მოუწოდეს, რომ შეუერთდნენ აქციას, რათა ეკოლოგიურად სუფთა გარემოს შესანარჩუნებლად იზრუნონ.

კამპანია მიზნად ისახავს კერძო კომპანიების, არასამთავრობო და სამთავრობო ორგანიზაციების და ადგილობრივი მოსახლეობის ჩართვას საქართველოში სუფთა და მწვანე გარემოს შენარჩუნების მიზნით. კამპანიას, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან თანამშრომლობით და USAID-ის მხარდაჭერით, CENN-ის WMTR II პროგრამის მონაწილეები ახორციელებენ.

Print

სტატიის გამოყენების პირობები