ახალი ამბები
ქარელში ,,სკაუტების" წევრები მაკულატურას აგროვებენ და ბიბლიოთეკისთვის ახალ წიგნებზე გადაცვლიან
ქარელის მუნიციპალიტეტის მერიის დაქვემდებარებაში არსებულ ორგანიზაციებში, ორგანიზაცია CENN -ის ინიციატივით, ქაღალდის შესაგროვებლად მწვანე ყუთები განათავსეს.

ყუთები ქარელის მე–2 საჯარო სკოლის სამოქალაქო კლუბ ,,სკაუტების’’ წევრებმა მოამზადეს და ორგანიზაციებშიც პირადად მიიტანეს.

სამოქალაქო კლუბის წევრები  შეგროვებულ მაკულატურას გამომცემლობაში ჩააბარებენ და მიღებული თანხით, რაიონის ბიბლიოთეკისათვის ახალ წიგნებს შეიძენენ.

,,მაკულატურის შეგროვებით ქარელის ბიბლიოთეკისათვის ბევრი ახალ წიგნის შეძენაა შესაძლებელი", - აღნიშნეს მოსწავლეებმა, რომლებიც ყუთების დადგმას სხვა ორგანიზაციებშიც გეგმავენ.

პროგრამის - ,, ნარჩენების მართვის ტექნოლოგიები რეგიონებში ‘’(WMTR II) -  ფარგლებში, რომელსაც ახორციელებს CENN- ი, ფინანსურ მხარდაჭერს  აშშ – ს საერთაშორისო განვითარების სააგენტო (USAID) უწევს.
Print

სტატიის გამოყენების პირობები