ახალი ამბები
გორში ანსამბლ ,,შავნაბადას“ კონცერტი გაიმართება
ფოლკლორული ანსაბლი ,,შავნაბადა“, რომელიც პროექტ “Check in Georgia”-ს ფარგლებში დაგეგმილ ფესტივალში "ბაღია ჩვენი ქვეყანა" მონაწილეობს, 22 სექტემბერს, 18.00 სთ-ზე, კი გორის, გიორგი ერისთავის სახელობის სახელმწიფო დრამატულ თეატრში პროექტის ფარგლებში ბოლო კონცერტს გამართავს რითაც დაასრულებს ტურნეს საქართველოს სხვადასხვა კუთხეებში.

მიმდინარე ზაფხულს ,,შავნაბადამ“ კონცერტები: წალენჯიხაში, ლანჩხუთში, დედოფლის წყაროში, ქობულეთსა და ბათუმში გამართა. საქართველოს ტურნეს დასრულების შემდეგ, უკვე 23 სექტემბერს ანსამბლი ,,შავნაბადა“ თურქეთში, ქალაქ სტამბოლში გაემგზავრება.

სტამბოლში, 23-30 სექტემბერის ჩათვლით, აფხაზეთის ა/რ განათლებისა და კულტურისა სამინისტროს, ქართული ხელოვნების სახლის, ქართული კულტურის სახლისა და სტამბოლის ქართველთა სათვისტომოს მხარდაჭერით,  “პოლიფონიური მუსიკის მასტერკლასების კვირეულს“ გამართავს. რაც გულისხმობს ადგილობრივებისთვის ქართული პოლიფონიის გაცნობა-შესწავლას, მასტერკლასზე დასწრება ყველა მსურველისთვისაა შესაძლებელი. თურქული ტურნეს ფარგლებში გაიმართება ანსამბლ ,,შავნაბდას“ ახალი კომპაქტ დისკის პრეზენტაცია, რომელშიც დაახლოებით 50 მდე ქართული ხალხური სიმღერის ახალი ვერსია და სხვა საკონცერტო ჩანაწერია შესული.

ანსამბლ ,,შავნაბადას“ საგასტროლო ტურნე 23 სექტემბრიდან 30 სექტემბრამდე გაგრძელდება, რომლის ფარგლებშიც ,,შავნაბადა“ ქართული ხალხური სიმღერა-გალობის მასტერკლასებსა და კონცერტებს გამართავს.

ანსამბლი ”შავნაბადა” ჩამოყალიბდა 2005 წელს. ანსამბლ ,,შავნაბადას" ხელმძღვანელი: დათო ცინცაძე. წევრები ვაჟთა ფოლკლორულ ანსამბლ ” მართვესა ” და ” ბიჭების ” აღზრდილები არიან. ანსამბლის რეპერტუარი მოიცავს როგორც ფილკლორულ სასიმღერო ნიმუშებს ასევე, საეკლესიო გალობასა და ქართულ ინსტრუმენტულ მუსიკას.  ანსამბლმა 11 წლიანი არსებობის მანძილზე გამოსცა ოთხი აუდიო და ერთი ვიდეო ალბომი. ასევე ” შავნაბადამ ” იმოგზაურა მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში სადაც გამართა კონცერტები, გახლდათ მრავალი ფესტივალის მონაწილე და ჩაატარა ქართული სიმღერის მასტერკლასები. ანსამბლს გამოცემული აქვდ 9 აუდიო და 1 ვიდეო ალბომი.

Print

სტატიის გამოყენების პირობები