ახალი ამბები
საქსტატი: გორში მოსახლეობა დაბერებულია
უკანასკნელი აღწერის (2014 წ.) მიხედვით გორის მოსახლეობა დემოგრაფიულად დაბერებულია. დაბერებული მოსახლეობის სტატუსი გააჩნიათ როგორც კაცებს (8.4%), ასევე ქალებს. აღსანიშნავია, რომ ამ უკანასკნელთა შორის დემოგრაფიული დაბერების დონე,  გაეროს სკალაში აღნიშნულ მაჩვენებელს თითქმის ორჯერ აღემატება და 13.9%-ს შეადგენდა.

გაეროს მოსახლეობის დაბერების სამსაფეხურიანი სკალის მიხედვით, თუკი მოსახლეობის საერთო რაოდენობაში 65 წლისა და უფროსი ასაკის მოსახლეობის წილი 4%-ზე ნაკლებია, ასეთი მოსახლეობა მიიჩნევა როგორც ახალგაზრდა მოსახლეობა. 4-7%-ის შემთხვევაში მოსახლეობა ითვლება სიბერის ზღურბლზე მყოფად, ხოლო 7%-ზე მეტის შემთხვევაში მოსახლეობა დემოგრაფიულად დაბერებულია.

მოსახლეობის 1989 წლის აღწერის თანახმად, გორის მოსახლეობა სიბერის ზღურბლზე იმყოფებოდა. კერძოდ, კაცების მაჩვენებელი ოდნავ აღემატებოდა ახალგაზრდა მოსახლეობის სტატუსს (4.2%),

1989-2014 წწ. აღწერებს შორის პერიოდში 5 წლით გაიზარდა მოსახლეობის საშუალო ასაკი და 36.4 წელი შეადგინა (2014 წ.). აღნიშნულ პერიოდში, მამაკაცებთან შედარებით, ქალების დემოგრაფიული დაბერების პროცესი უფრო ინტენსიურ ხასიათს ატარებდა.

2017 წლის მონაცემებით, ქალაქ გორის მოსახლეობის რაოდენობა 48,3 ათასია.




Print

სტატიის გამოყენების პირობები