ახალი ამბები
ქვემო ხანდაკიდან კავთისხევამდე ახალი ასფალტი დაიგება
კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო ხანდაკიდან კავთისხევამდე ახალი ასფალტი დაიგება. პროექტის  საერთო ღირებულება 1,4 მლნ ლარს შეადგენს.

გზის რეაბილიტაცია ორ ეტაპად განხორციელდება. კერძოდ, 2018 წელს დაიხარჯება დაახლოებით 775 000 ლარი, ხოლო მომავალ 2019 წელს - 633 041 ლარი.

ქვემო ხანდაკიდან კავთისხევამდე სარეაბილიტაციო გზის სიგრძე 3,1 კმ-ია. თანხის ნაწილს ადგილობრივი ბიუჯეტი გაიღებს. ინფორმაცია შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრმა საქართველოს შესყიდვების სააგენტოდან მიიღო.



Print

სტატიის გამოყენების პირობები