ახალი ამბები
ავტობანზე ,,HONDA" გზიდან გადავრდა
თბილისი-ლესელიძის მთავარი ავტომაგისტრალის რუისის მონაკვეთზე ავარია მოხდა. გზიდან თბილისის მიმართულებით მოძრავი ,,ჰონდას" მარკის ავტომანქანა გადავარდა.

შს სამინისტროს პრეს-სამსახურის ცნობით, დაშავებული არავინაა, გამოძიება საქართველოს ადმინისტრაციული სამართალდარღვევა კოდექსის 125-ე მუხლის მეათე ნაწილით მიმდინარეობს.

აღნიშნული მუხლი ითვალისწინებს 250-ლარიან ჯარიმას და გულისხმობს ავტოსაგზაო შემთხვევას, რასაც ავტომანქანის ან მგზავრების მსუბუქი დაშავება მოჰყვა.


Print

სტატიის გამოყენების პირობები