ახალი ამბები
ცხინვალში ,,რესპუბლიკის დღე" სროლებით აღნიშნეს
ცხინვალში ,,რესპუბლიკის დღე" აღნიშნეს. ამის გამო, 19-21 სექტემბერს, ღამის საათებში, სხვადასხვა კალიბრის იარაღიდან ისროდნენ. 

ერგნეთში მცხოვრები ლია ჩლაჩიძე ამბობს, რომ მშვიდობიანი მოსახლეობა, სროლების გამო, შეშინდა. ცხინვალიდან ხმა სოფელ შინდისამდეც აღწევდა. 

,,მეორე ღამეა არ წყდება სროლები და გრუხუნი" - აცხადებს გორის საკრებულოს წევრი. 

28 წლის წინ, სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის სახალხო დეპუტატების საბჭომ სამხრეთ ოსეთის საბჭოთა დემოკრატიული რესპუბლიკა 1990 წლის 20 სექტემბერს გამოაცხადა
Print

სტატიის გამოყენების პირობები