ახალი ამბები
მე-12 მუხლის ტრანსფორმაცია

 

ქალაქში რეგისტრირებულია 1500-მდე ოჯახი, რომელიც უკიდურეს სოციალურად დაუცველის სტატუსს ატარებს. სოციალური სააგენტო ასეთ ოჯახებს 57 ათას ქულამდე ანიჭებს. აღმოჩნდა, რომ ქალაქში რეგისტირებულ 20 ათასამდე ოჯახიდან 10% უკიდურეს სიღარიბეს განიცდის.

 

მერის მოადგილემ საკრებულოს ბიუროს წევრებს მოახსენა, რომ ჯანდაცვის სამინისტროს ბიუჯეტში არსებობს  კრიზისულ მდგომარეობაში მყოფი ბავშვიანი ოჯახების დახმარების პროგრამა, რომელიც 1000 (ათას) ლარამდე დახმარებას ითვალისწინებს.

 

აღმოჩნდა, რომ ეს პროგრამა ბევრისთვის უცნობი იყო. დახმარების პროგრამაში გათვალისწინებულია კვების პროდუქტების, ჰიგიენური საშუალებების და საოჯახო ტექნიკის გადაცემა. 

 

,,წარმოიდგინეთ, რამდენად შეამსუბუქებს ზოგად ფონს სოციალურად დაუცველ, თანაც ბავშვიანი ოჯახებთან მიმართებაში" - ამბობს ნუკრი ჯოხაძე.

 

ქალაქის ბიუჯეტში კი, მრავალშვილიანი ოჯახებისთვის, სადაც 0-დან 18 წლამდე ბავშვი ჰყავთ, დახმარება ძალაში რჩება. 

 

მინდობით გაცემულ ბავშვებზე, ოჯახში უკან დაბრუნების შემთხვევაში, გორის მერია, დახმარების სახით, თანხებს ცალკე დაუმატებს.

 

ნუკრი ჯოხაძემ მედიკამენტების გაცემის შესახებაც ისაუბრა. თუკი წინა წლებში გამგეობა თანადაფინანსებით შედიოდა, ამჯერად, მედიკამენტებისთვის დახმარება ფიქსირებული იქნება.

 

დამატებით სოციალურად დაუცველთა ოჯახების კომუნალური გადასახადების დასაფარად ავტომატურად 10-12 ლარი გადაირიცხება.

 

გორის მერიის ბიუჯეტში 12-15 ათასიანი ფონდი შეიქმნება, რომლის თანხებს მოულოდნელი საჭიროების შემთხვევაში კომისიასთან ერთად მერი განკარგავს.

 

გორის მერია არასამთავრობო ორგანიზაციებს, სოციალური პროექტების განხორციელებაში, თანადაფინანსებით დაეხმარება. განსაკუთრებით ყურადღება მიექცევა ბავშვებს, ასევე მოხუცების შინმოვლის პროგრამას და ა.შ. 

 

იხ. ჯერ კიდევ მოქმედი სოციალური დახმარების გაცემის წესი აქ:

 

იხ. ამ თემაზე ბიუროზე მსჯელობის ვიდეო ჩანაწერი უფრო ვრცლად:

 

Print

სტატიის გამოყენების პირობები