ახალი ამბები
გორის მერის მოადგილემ და იაპონიის ელჩმა სოფელ ერგნეთში განაღმვითი სამუშაოების საპრეზენტაციო ჩვენებებში მიიღეს მონაწილეობა
გორის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილემ გელა კაპანაძემ და იაპონიის ელჩმა ტადაჰარუ უეჰარამ, ცხინვალის მოსაზღვრე სოფელ ერგნეთში განაღმვითი სამუშაოების საპრეზენტაციო ჩვენებებში მიიღეს მონაწილეობა.

ინფორმაციას ამის შესახებ გორის მერიის პრესსამსახური ავრცელებს.

პრესსამსახურის ცნობით, პროექტის პრეზენტაცია, რომელიც სოფელ ერგნეთში გაიმართ, იაპონიის მთავრობის მიერ დაფინანსებული პროექტის: „ადამიანის უსაფრთხოების ადგილობრივი საგრანტო პროგრამის“ შესახებ ისაუბრეს და განაღმული ტერიტორიებიდან ამოღებული ინერტული საბრძოლო მასალა წარმოადგინეს.

იაპონიის საელჩოს დაფინანსებით, ორგანიზაცია Halo trust- ი 2017 წლიდან დანაღმული ნაკვეთების გასუფთავების კიდევ ერთ ეტაპს ახორციელებს. ცხინვალთან ახლოს მიმდებარე სოფლების მიწის ნაკვეთების 137 ჰექტარზე მეტი გამოცხადდა უსაფრთხოდ. პროექტის ბიუჯეტი შეადგენს 346 ათას დოლარს.



Print

სტატიის გამოყენების პირობები