ახალი ამბები
შსს-ს ცნობით, ატენში შვილმა და შვილიშვილმა მოხუცს სცემეს და პენსია წაართვეს
გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ატენში ბიძა-დისშვილი დააკავეს. ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

შს სამინისტროს პრეს-სამსახურის ცნობით, მათ 84-წლის კაცს ჯერ ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს, შემდეგ ნაგროვები პენსია წაართვეს. თანხის ოდენობა 980 ლარს შეადგენდა.

დაკავებულებს 5-დან 8 წლამდე პატიმრობა ემუქრებათ.

,,გამოძიებით დადგინდა, რომ 1934 წელს დაბადებულ ა.ქ.-ს მისივე შვილმა და შვილიშვილმა, საკუთარ საცხოვრებელ სახლში, სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს, რის შემდეგაც გაძარცვეს, კერძოდ, რამდენიმე თვის ნაგროვები პენსია - 980 ლარი გასტაცეს და მიიმალნენ. გამოძიება წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ ჩადენილ ძარცვის ფაქტზე, საქართველოს სსკ-ს 178-ე მუხლის მე-2 ნაწილის და მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტებით მიმდინარეობს“, - ნათქვამია შსს-ს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
Print

სტატიის გამოყენების პირობები