ახალი ამბები
გორში ახალ ქუჩებზე ცხაურები კვლავ არხში ცვივა
გორში, ბარათაშვილისა და თამარ მეფის ქუჩის გადაკვეთაზე ცხაურები არხში ჩაცვივდა. ფოტოები იმ ადგილზეა გადაღებული, სადაც ახალი გზა 2016-2017 წელს დაიგო.

აღნიშნულ ქუჩაზე სამუშაოები კომპანია ,,საგზაო სამშენებლო სამმართველო #1"-მა განახორციელა.

ცხაურების დაზიანების თემაზე მასალები არაერთხელ გამოქვეყნდა. ავტოსატრანსპორტო საშუალებებს პრობლემა, მაგალითად, სადგურის დასახლებაში ერთი თვის წინ შეექმნათ.


სადგურის დასახლებაში დაზიანებული ცხაურები კეთილმოწყობის სამსახურის თანამშრომლებმა შეაკათეს. გურამიშვილის ქუჩაზე მერიას ჯერ რეაგირება არ მოუხდენია.



Print

სტატიის გამოყენების პირობები