ახალი ამბები
ავტობანზე ავარიისას ერთი ადამიანი დაშავდა
თბილისი-სენაკი-ლესელიძის ავტომაგისტრალზე მომხდარ ავტოავარიის შედეგად ერთი ადამიანი დაშავდა. შს სამინისტროს ცნობით, მსუბუქი ავტომანქანა ბეტონის ბორდიურებს შეეჯახა და ამობრუნდა.

შემთხვევა მცხეთასთან 23 სექტემბერს მოხდა. ფოტო ტურისტული სააგენტოს წარმომადგენლებმა გადაიღეს. 

პრეს-სამსახურის ცნობით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს. აღნიშნული მუხლი საგზაო წესების დარღვევას გულისხმობს, რამაც ჯანმრთელობის მსუბუქი დაზიანება გამოიწვია
.
Print

სტატიის გამოყენების პირობები