ახალი ამბები
გორის მე-6 სკოლასთან სატრანსპორტო ნაკადის დარეგულირებას ითხოვენ
ქალაქ გორში, წყაროსუბნის მოსახლეობა, თამარ მეფისა და რუსთაველის ქუჩის გადაკვეთაზე, სატრანსპორტო მოძრაობის დარეგულირებას ითხოვს. ამ მიზნით, ხელმოწერები შეგროვდა და დღეს განცხადება გორის მერიაში შეიტანეს.

განცხადების მიხედვით, საგზაო მოძრაობის ნაკადი  მე-6 საჯარო სკოლასთან საკმაოდ დიდია და, შესაბამისად, რეგულაციებს მოითხოვს.

მოთხოვნის ერთ-ერთი ინიციატორია მინდია გოდერძიშვილი. კონკრეტულად, რა ღონისძიებების გატარებაა საჭირო, ამის თაობაზე, ხელმომწერები კომპეტენტურ ორგანოების გადაწყვეტილებას ელოდებიან.
Print

სტატიის გამოყენების პირობები