ახალი ამბები
გუბერნატორი: ,,სამინისტროს მონიტორინგის ჯგუფმა კომპანიებს ბევრი შენიშვნა მისცა"
შიდა ქართლის გუბერნატორის, გიორგი ხოჯევანიშვილის განცხადებით, სამინისტროს მონიტორინგის ჯგუფის წევრებმა კომპანიებს ბევრი შენიშვნები მისცეს. ამის შესახებ გუშინ გამართულ ბრიფინგზე, შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრის მიერ დასმულ შეკითხვაზე განაცხადა.

მისი განცხადებით, მონიტორინგის ჯგუფის წევრებმა თითქმის ყველა ობიექტი დაათვალიერეს, სადაც კი სამუშაოები რეგიონალური განვითარების ფონდის დაფინანსებით ხორციელდება.

,,გეტყვით, თითქმის ყველა ობიექტი იქნა დათვალიერებული. შეამოწმეს დეტალურად სამუშაოები და ბევრი შენიშვნაც დაწერეს. რამდენიმე ობიექტზე კომპანიებმა ხარვეზები უკვე გამოასწორეს" - აღნიშნა გუბერნატორმა.

საქართველოს რეგიონალური განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს წარმომადგენლები შიდა ქართლში ერთი კვირის წინ იმყოფებოდნენ.

Print

სტატიის გამოყენების პირობები