ახალი ამბები
მამუკა ბახტაძე: ,, ჩვენ მტკიცედ გვაქვს განზრახული ოკუპაციის მიღმა მცხოვრებ ჩვენს მოქალაქეებს მივაწვდინოთ ხმა“
ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ ვითარებაზე ისაუბრა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ,,მშვიდობის სამიტზე“ სიტყვით გამოსვლისას.
ღონისძიება ნიუ-იორკში, გაერეოს გენერალური ასამბლეის 73-ე სესიის ფარგლებში შედგა.

მთავრობის მეთაურის მხრიდან აღინიშნა, რომ არსებული გამოწვერვების მიუხედავად, აგრესიას საქართველო კონსტიტუციური ჩართულობით, მშვიდობიანი გადაწყვეტილებისკენ მიმართული მოლაპარაკებებით პასუხობს.

"არავინ ისე არ აფასებს მშვიდობას, როგორც ის, ვინც მისი ნაკლებობა საკუთარ თავზე განიცადა. XXI საუკუნეში კვლავ ვართ მავთულხლართების აღმართვის მომსწრენი, რომლებიც ოჯახებს შუაზე ჰყოფს და ადამიანებს საკუთარ საცხოვრისს სწყვეტს. ამჟამინდელი ექზისტენციალური გამოწვევების მიუხედავად აგრესიას კონსტრუქციული ჩართულობის და მშვიდობიანი გადაწყვეტისკენ მიმართული მოლაპარაკებებით ვპასუხობთ. ჩვენ მტკიცედ გვაქვს განზრახული ოკუპაციის მიღმა მცხოვრებ ჩვენს მოქალაქეებს მივაწვდინოთ ხმა და განსხვავებებს შორის ხიდი გავავლოთ რათა ერთობა და კეთილდღეობა ჰქონდეს ჩვენს ერს სამომავლოდ. ამ განზრახვით საქართველოს მთავრობამ 2018 წლის აპრილში მნიშვნელოვანი მშვიდობიანი ინიციატივა გამოაცხადა - "ნაბიჯი უკეთესი მომავლისკენ." - განაცხადა მამუკა ბახტაძემ ,,მშვიდობის სამიტზე“ სიტყვით გამოსვლისას.

მამუკა ბახტაძე, ასევე შეხვდა გაეროს გენერალურ მდივანს, ანტონიო გუტიერეშს. შეხვედრისას გაეროს გენერალურმა მდივანმა დააფიქსირა მტკიცე მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისს. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მადლობა გადაუხადა გუტიერეშს ნაყოფიერი შეხვედრისა და პრინციპული მხარდაჭერისთვის.

Print

სტატიის გამოყენების პირობები