ახალი ამბები
გორში ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭოს სხდომა გაიმართა
დღეს, 25 სექტემბერს, გორში, საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭო სხდომა გაიმართა და ორი განცხადება განიხილეს. ორივე განცხადება ადგილობრივი ტელევიზიის, "თრიალეთის" ჟურნალისტის, მალხაზ მიქელაძის სიუჟეტებს ეხებოდა.

მალხაზ მიქელაძის წინააღმდეგ ერთი განცხადება ტელეკომპანია ,,დიას" დირექტორმა, მაია ტატულშვილმა შეიტანა. მაია ტატულაშვილი მიიჩნევს, რომ მალხაზ მიქელაძის სიუჟეტში "საიდუმლო გარიგება და პიარისთვის დახარჯული ხალხის ფული“ დაირღვა პირველი (სიზუსტე), მესამე (მიჩქმალვა) და მეთერთმეტე (ფაქტის განზრახ დამახინჯება), ვინაიდან, მისი აზრით, ,,თრიალეთის" ეთერში გასული ინფორმაცია არაზუსტი და დაუსაბუთებელია.

მეორე განცხადება შიდა ქართლის გუბერნატორის ყოფილ მოადგილეს, ნოდარ მეტრეველს ეკუთვნის. ნოდარ მეტრეველს პრეტენზია აქვს გორის პანთეონის შესახებ მომზადებულ მასალასთან დაკავშირებით, სადაც თავად მეტრეველიც ფიგურირებს. ისიც პირველ, მესამე და მეთერთმეტე მუხლებზე დავობდა; მიაჩნია, რომ ტელეკომპანია მიზანმიმართულად ცდილობს საზოგადოების შეცდომაში შეყვანას.

პირველი განცხადების განხილვის შემდეგ, საბჭომ მიიჩნია, რომ დარღვეული იყო ქარტიის პირველი (სიზუსტე), მესამე (მიჩქმალვა) და მეთერთმეტე (განზრახ დამახინჯება). მეორე განცხადების განხილვის შემდეგ კი, ქარტიის საბჭომ მხოლოდ პირველი პრინციპის დარღვევა მიიჩნია, ხოლო მესამე და მეთერთმეტე არ დარღვეულა. გადაწყვეტილებების სამოტივაციო ნაწილი მოგვიანებით გამოქვეყნდება
.

Print

სტატიის გამოყენების პირობები