ახალი ამბები
გორის მიწათსარგებლობის გენგეგმაზე მუშაობა 2019 წლის ბოლოს დასრულდება
გორის მერია მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის შემუშავების დასკვნით ეტაპზე გადავიდა. ამის შესახებ შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრს შიდა ქართლის გუბერნატორმა გიორგი ხოჯევანიშვილმა განუცხადა. მისი ინფორმაციით, დოკუმენტი ოფიციალურად 2019 წლის ბოლოს იქნება მზად. ამის თაობაზე ადგილობრივმა ხელისუფლებამ კომპანია უკვე დაიქირავა.

შიდა ქართლის გუბერნატორიმა გიორგი ხოჯევანიშვილმა განაცხადა, რომ აღნიშნული კომპანია ერთ-ერთი ავტორიტეტული ორგანიზაციაა საქართველოში, რომლის წარმომადგენლები თბილისის გენგემაზეც მუშაობდნენ.

,,გიდასტურებთ, რომ გენერალური გეგმა მომდევნო წლის ბოლოს იქნება მზად. მე მქონდა ამ საკითხზე კონსულტაციები გორის მერიასთან და მითხრეს, რომ გენგეგმააზე სამუშაოდ კომპანია უკვე დაიქირავეს" - განაცხადა შიდა ქართლის გუბერნატორმა.

,,მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის განახლება-შემუშავება კომპლექსური პროექტია. ის დიდ დროსა და მნიშვნელოვან ფინანსურ თუ ადამიანურ რესურსს მოითხოვს." - აღნიშნავენ კომპანია ,,სითი საქართველოს" წარმომადგენლები. მათ აღნიშნული პროექტის სამუშაოების პირველი ეტაპი უკვე დაასრულეს.

2017 წლის სექტემბერში, ქ. გორის მთავრობის ინიციატივით, პროქტის პირველი ეტაპი დაიწო
.

 

Print

სტატიის გამოყენების პირობები