ახალი ამბები
გორისციხის რეაბილიტაციის მე-2 ეტაპისთვის ქვედა გალავანს გაამაგრებენ
გორისციხის ქვედა გალავნის რეაბილიტაციის მიზნით ტენდერი გამოაცხადეს. საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს ცნობით, სამუშაოებისთვის 100 ათასი ლარი გამოიყო.

სააგენტოს ცნობით, გორის ციხის ქვედა გალავანზე განხორციელდება შემდეგი სამუშაოები: 1. არაინვენტარული ხის ხარაჩოს მოწყობა;. კედლების გაწმენდა მცენარეებისაგან და ნაყარი მიწისგან;. კედლის კონსერვაცია კირ-დუღაბით; . კედლის აღდგენა რიყის და ფლეთილი ქვებით კირის დუღაბზე: . საკონსერვაციო ფენის დადება კედლის მთელ პერიმეტრზე;. ხარაჩოს დაშლა;

აღნიშნული სამუშაოები მოიცავს მეორე ეტაპს. პირველი ეტაპის სამუშაოები უკვე მიმდინარეობს.
Print

სტატიის გამოყენების პირობები