ახალი ამბები
,,გორის დღეზე" კონცერტის ჩასატარებლად მერიამ ბენდი ,,Killages" მიიწვია
შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრისთვის ცნობილი გახდა, რომ 30 სექტემბერს დაგეგმილ სახალხო დღესასწაულზე გორის მერიამ ბენდი ,,Killages" მიიწვია. ამის თაობაზე, კულტურის ცენტრის დირექტორმა ბრძანება დღეს 26 სექტემბერს გამოსცა. ხელშეკრულების მიხედვით, მუსიკალური ჯგუფის წევრები ჰონონარს 3125 ლარის მიიღებენ.

კულტურის ცენტრის დირექტორი წერს, რომ ,,გორის დღეზე" აკუსტიკური მუსიკის ჩართვა ახალგაზრდებისთვის გაითვალისწინეს. ,,ეს არის შედარებით ახალი ჯგუფი, რომლებიც პოპულარობით სარგებობენ ახალგაზრდა თაობაში, newcomers-ის გამარჯვებულები არიან, ეს არის ბენდების კონკურსი, დაუკრეს ასევე ოფენ ეარზეც ორივე წელს, sunset festival-ზე, აღნიშნული ფესტივალები და კონკურსი ძალიან პოპულარულია ახალგაზრდებს შორის." - აღნიშნავენ კულტურის ცენტრში.

Killages შედგება 4 წევრისგან: გუგა მაჭარაშვილი, ანრი ყაველაშვილი, გიორგი ლიპარტელიანი, რატი რატიანი. ჯგუფი ჩამოყალიბდა 2016 წლის დეკემბერში

,,გორის დღე" 30 სექტემბერს ტარდება. ღონისძიების თაობაზე გორის მერიამ და კულტურის ცენტრმა სპეციალური განცხადებები დღეს გაავრცელეს, თუმცა არც ერთ უწყებაში ახალგაზრდული ბენდის თაობაზე არაფერი უხსენებიათ.

რაც შეეხება ღონისძიების მასშტაბურობას, მეუფე ანდრია ითხოვს, რომ ასეთი სახალხო ღონისძიებები ,,ოქონობის დღესასწაულზე" გაზაფხულზე გაიმართოს
.

Print

სტატიის გამოყენების პირობები