ახალი ამბები
ახალ ხურვალეთში დაკავებულ ქალს ჯანმრთელობის პრობლემები აქვს
გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფელ ახალ ხურვალეთში 37-წლის ქალი დააკავეს. ამის შესახებ შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრს ხურვალეთში მდებარე მოხუცთა თავშესაფრის ხელმძღვანელმა ლუდა სალიამ განუცხადა.

მისი თქმით, ქალი დღეს რუსეთის სამხედროებმა წაიყვანეს. ახალ ხურვალეთში მავთულხლართები მხოლოდ გარკვეულ მონაკვეთზე გავლებული.

,,ამ გოგოს ჯანმრთელობის პრობლემები აქვს, ამიტომ, საჭიროა დროული რეაგირება" - აღნიშნავს ლუდა სალია. მან საქმის კურსში გორის მერი ჩააყენა. გორის მერიის პრეს-სამსახურის ცნობით, დაკავებულის ოჯახს კოტე თავზარაშვილი მოინახულებს.

იმის გამო, რომ დასვენების დღეებში (შაბათ-კვირა) ცხინვალის სასამართლოში ისვენებენ, სოფელში ვარაუდობენ, რომ საქმის განხილვა ორშაბათს მოხდება.
Print

სტატიის გამოყენების პირობები