ახალი ამბები
,,შინდისის გმირების მემორიალი ამჟამად ასე გამოიყურება" - გუბერნატორი
,,ინდისის გმირების მემორიალი ამჟამად ასე გამოიყურება" - აცხადებს შიდა ქართლის გუბერნატორი გიორგი ხოჯევანიშვილი. აღდგენილი მემორიალის სურათი საკუთარ გვერდზე, სოციალური ქსელის მეშვეობით გაავრცელა.

,,როგორც იცით, გუშინ შინდისის ბრძოლაში დაღუპული 17 გმირის მემორიალი დააზიანეს. ფაქტი უდაოდ აღმაშფოთებელია, ეს იყო ვანდალური ქმედება. ჩვენ ადგილზე გავეცანით სიტუაციას და მერიის კეთილმოწყობის სამსახურთან ერთად დაუყოვნებლივ განვახორციელეთ აღდგენითი სამუშაოები. მოწესრიგდა ტერიტორია, დაირგო ყვავილები და მემორიალს დაუბრუნდა პირვანდელი სახე. აქვე მინდა გითხრათ, რომ შინდისის გმირთა მემორიალის დარბევის ფაქტზე 1 პირი ცხელ კვალზეა მხილებული და ის ჩადენილ დანაშაულს აღიარებს. როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროსგან მივიღეთ ინფორმაცია, ოპერატიულად ტარდება ყველა შესაბამისი საგამოძიებო მოქმედება - მათ შორის, დანიშნულია კომპლექსური ექსპერტიზები." - აღნიშნულია გუბერნატორის განცხადებაში
.

შინდისის მემორიალის დარბევის ფაქტზე 20 წლამდე ასაკის მამაკაცი ამხილეს
Print

სტატიის გამოყენების პირობები