ახალი ამბები
დღეს საპატიო გორელები დაასახელეს
,,გორის დღის" დასკვნით საღამოზე შვიდი საპატიო გორელის ვინაობა დაასახელეს. გორის მერიასთან არსებულმა კომისიამ ისინი ცოტა ხნის წინ შეარჩია.

წელს საპატიო გორელის სტატუსი მიენიჭათ: ნიქოზისა და ცხინვალის ეპარქიის წინამძღვარს - მეუფე ისაიას; პედაგოგს - შურა დიდებელს; ქირურგს - ნუგზარ ქარელს; მომღერალს - ქეთი მელუას; მსახიობს - ლეო ოზგებაშვილს; სპორტის ოსტატს - გივი ზაუტაშვილს და ფოტოგრაფს - ომარ ხაბელაშვილს.

დასკვნით საღამოს არ დაესწრო იმ კომისიის ერთ-ერთი წევრი, სადაც კანდიდატურები შეარჩიეს. თამაზ მაყაშვილის თქმით, საპატიო მოქალაქის სტატუსი არ მიენიჭეს ერთ-ერთ ღირსეულ მოქალაქეს, რომლის გამოც, პროტესტის ნიშნად, გამოცხადებას არ დაესწრო
.
Print

სტატიის გამოყენების პირობები