ახალი ამბები
ვიცე-მერი: ,,დღეს არის გორაობა"
დღეს ,,გორის დღე" აღნიშნეს. სახალხო დღესასწაული 13:00 საათზე დაიწყო. ვიცე-მერის, გელა კაპანაძის თქმით, სავარაუდოდ, თარიღი აღარ შეიცვლება. მან დღესასწაულს გორაობა უწოდა.

დილიდან ღვთისმშობლის შობის საკათედრო ტაძარში ოქონის ხატი დააბრძანეს. შემდეგ დაწურეს ყურძენი. ამოავლეს ჩურჩხელები. გამოფინეს შიდა ქართლში დაყენებული ღვინოები, თაფლის, ყველი, ჩირები, ყვავილები; ხალხური რეწვის ოსტატების, მხატვრების, ტატულაშვილის ორსაუკუნოვანი კერამიკის ნამუშევრები

ღონისძიებები სამი მიმართულებით გაიშალა. ძირითადად დაიტვირთა კირიონ II - ის ქუჩა, შადრევანისა და ღვთისმშობლის შობის სახელობის ტაძრის მიმდებარე ტერიტორია.

რესტორანმა ,, ბლექ სტარმა“ უმასპინძლა, როგორც ძველი სამიკიტნო, დაუკრა მედუდუკეთა ანსამბლმა.

ჩატარდა სპორტული ღონისძიებები, შეჯიბრი მკლავჭიდსა და ჭიდაობაში, გაცოცხლდა ძველი თამაში ლახტი. მოეწყო საბავშვო კუთხე შადრევანთან. ერისთავის სახელობის თეატრში გაიმართა გორის ქალთა კამერული გუნდის კონცერტი
.

Print

სტატიის გამოყენების პირობები