ახალი ამბები
შიდა ქართლის ,,საიმიჯო კლიპი"
შიდა ქართლის საიმიჯო კლიპი გამოქვეყნდა.  ,,სტუდია 13"-ის წარმომადგენლებმა მუშაობა უკვე დაასრულეს.

საიმიჯო კლიპი 2018 წლის 30 სექტემბერს, ,,გორის დღეზე" უნდა გამოქვეყნებულიყო. წინასწარი ვერსია საკონცერტო მსვლელობისას მოასმენინეს გორის ცენტრში შეკრებილ მოსახლეობას.

,,პირველი კლიპი დაახლოებით 2.15 წუთიანია, მეორე უფრო მოკლეა" - გვითხრეს სტუდიის წარმომადგენლებმა. მათი განმარტებით, უფლება არა აქვთ კლიპის შინაარსზე დეტალურად ისაუბრონ, თუმცა აღნიშნავენ, რომ კლიპში გამოყენებულია კულტურული მემკვიდრეობის ძეგლები, ასევე, გადაღებულია ადამიანები, რომელთა საქმიანობა რეგიონის სპეციფიკას ასახავს." - აღნიშნეს მათ.

სულ მომზადდა ორი კლიპი - ერთი ქართულ და მეორე ინგლისურ ენაზე. გორის, კაპის, ქარელისა და ხაშურის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტებიდან სულ 4900 ლარი დაიხარჯა.

Print

სტატიის გამოყენების პირობები