ახალი ამბები
28 დეკემბერს ერგნეთში საახალწლო ზეიმი და ბაზრობა გაიმართება

 

პროგრამაშია სოფლის მეურნეობისა და სხვადასხვა პროდუქციის გამოფენა-გაყიდვა; საახალწლო კონცერტი; ბავშვებისათვის საახალწლო ზეიმი და საჩუქრები, ასევე, გათამაშდება საახალწლო ლატარეა.

 

ლია ჩლაჩიძის განცხადებით, ჩატარდება თეატრალური წარმოდგენა და კონკურსები. გამარჯვებულებს პრიზები გადაეცემათ: ტელევიზორი, საყოფაცხოვრებო ტექნიკა, პლანშეტური კომპიუტერი, ტელეფონი და სხვა.

 

რაც შეეხება ბაზრობას, ერგნეთის რიტუალების სახლის ტერიტორიაზე, სავაჭრო დახლები მოეწყობა.

Print

სტატიის გამოყენების პირობები