ახალი ამბები
უკანონო პატიმარს საიას დახმარებით სახელმწიფომ 10 ათასი ლარი აუნაზღაურა

 

ქარელის მუნიციპალიტეტიდან, პირადი განცხადების საფუძველზე, ნინო მაისურაძის გათავისუფლების ფაქტთან დაკავშირებული საქმის მოსაგებად დავა, საიას გორის ოფისს, ჯერ ხაშურის, შემდეგ კი თბილისის სააპელაციო სასამართლოში მოუწია. ორივე ინსტანციაში მოსამართლეებმა პირადი განცხადების საფუძველზე პირის დაუყოვნებლივ გათავისუფლება კანონიერად მიიჩნიეს.

 

,,ტერიტორიული ორგანოს რწმუნებულის მიერ განხორციელებული ზეწოლის შედეგად ის იძულებული გახდა პირადი განცხადების საფუძველზე მოეთხოვა სამსახურიდან გათავისუფლეა. ხაშურის რაიონულმა სასამართლომ და შემდეგ სააპელაციო სასამართლომ ჩვენი სარჩელი არ დააკმაყოფილეს. უზენაესმა სასამართლომ კი განსხვავებულად იმსჯელა ამ საქმეზე და ქარელის მუნიციპალიტეტს დაავალა საკითხის განმეორებით შესწავლა და შრომითი მოწყობის თაობაზე ახალი გადაწყვეტილების მიღება. უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილების მიხედვით საჯარო მოხელის პირადი განცხადება სამუშაოდან გათავისუფლების თაობაზე, საქმის გარემოებათა გამოკვლევის და ადმინისტრაციული წარმოების ჩატარების გარეშე, არ შეიძლება პირის გათავისუფლების სსაფუძველი გამხდარიყო" - აღნიშნულია საიას ანგარიში. ამჯერად, რა ახალი გადაწყვეტილება მიიღო ქარელის მუნიციპალიტეტმა, შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრისთვის უცნობია.

 

კიდევ ერთი საინტერესო საქმე, რომელიც საიას დახმარებით მოქალაქემ მოიგო, უკანონო პატიმრობის გამო, სახელმწიფოსგან კომპენსაციის გადახდას ეხება.

 

გორის ოფისის დახმარებით მოქალაქე მ.ბ-მ სარჩელით მიმართა სასამართლოს და სისხლის სამართლის საქმეზე, პასუხისგებაში უკანონოდ მიცემის გამო, მიყენებული მატერიალური და მორალური ანაზღაურება მოითხოვა. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება უცვლელად სააპელაციო სასამართლომ დატოვა, რომლის მიხედვით მოქალაქე მ.ბ-ს სახელმწიფომ, მატერიალური ზიანის სახით, 10 ათასი ლარი, ხოლო მორალური ზიანის ანაზღაურების კუთხით - ათასი ლარი გადაუხადა.

 

საიას გორის ოფისი 2000 წლიდან მუშაობს. ამჟამად მათ სამოქმედრო არეალს შიდა ქართლი და სამცხე-ჯავახეთის რეგიონები წარმოადგენს. 2014 წლის  განმავლობაში ოფისის თანამშრომლებმა 175 გასვლითი შეხვედრა მოაწყეს. 12 614 მოქალაქს პირადი კონსულტაცია, ხოლო 2 195 მოქალაქე სატელეფონი კონსულტაცია გაუწიეს.

Print

სტატიის გამოყენების პირობები