ახალი ამბები
ევროპული განათლების აკადემიამ “ბიდისი” – ახალი სასწავლო წელი დაიწყო
სიახლეების გაცნობამდე საგანმანათლებლო ცენტრის ხელმძღვანელმა ნათია შათირიშვილმა კურსდამთავრებულებს სერტიფიკატები და დიპლომები გადასცა.

ბიდისი აკადემიის წარმომადგენლების ინფორმაციით, მოკლევადიანთან ერთად მსმენელებს გრძელვადიანი საგანმანათლებლო კურსის გავლაც შეუძლიათ, რითიც პროფესიული განათლების დამადასტურებელი დიპლომის მფლობელები გახდებიან და დასაქმება გაუმარტივდებათ.

ნათია შათირიშვილის განმარტებით, ახალ სასწავლო წელს ისევ მომქმედებს ის შეღავათები, რასაც ბიდისი აკადემია საზოგადოების სხვადასხვა ჯგუფს სთავაზობს.

ბიდისი აკადემიით დაინტერესებულთა რიცხვი ყოველდღიურად მატულობს. კურსდამთავრებულების ნაწილი დასაქმებულია, ნაწილი კი ისევ აგრძელებს კვალიფიკაციის ამაღლებას და ფიქრობს, რომ სამუშაოს დაწყებამდე გარკვეული უნარების გამომუშავება და კონკრეტული მიმართულებით ცოდნის დონის გაღრმავება ესაჭიროება. ამ ყველაფერს კი ბიდისი აკადემია დაინტერესებულ პირებს მაქსიმალურად მოკლე დროში, მაღალი ხარისხით აწვდის.

Print

სტატიის გამოყენების პირობები