ახალი ამბები
ცხინვალის სასამართლომ მაია ოთინაშვილს ორთვიანი პატიმრობა შეუფარდა
დე-ფაქტო სამხრეთ ოსეთის სასამართლომ 37-წლის მაია ოთინაშვილს ორთვიანი პატიმრობა შეუფარდა. ამის შესახებ ინფორმაციას ცხინვალის მედია ავრცელებს.

არაღიარებული რესპუბლიკის უშიშროების კომიტეტის პრეს-სამსახურის განცხადებით. ოთინაშვილს ბრალი 332-ე მუხლის საფუძველზე წაუყენეს, რომელიც საზღვრის უკანონო გადაკვეთას გულისხმობს.

ცხინვალის უშიშროების სამსახურის ცნობით, მაია ოთინაშვილი მოქალაქეებს ფულადი თანხის სანაცვლოდ, ე.წ. საზღვრის გადაკვეთაში ეხმარებოდა.

მაია ოთინაშვილი 29 სექტემბერს დააკავეს. ახალ ხურვალეთში ამბობენ, რომ რუსი სამხედროები ჩასაფრებული იყვნენ ერთ-ერთ ფარდულთან, მაია ოთინაშვილი კი კაკლის დასაბერტყად იყო გასული საკუთარ ნაკვეთში.

,,ჩასაფრებულმა სამხედროებმა ის საკუთარი ნაკვეთიდან ძალით გადაიყვანეს მავთულხლართებზე. ქალი ყვიროდა, მიშველეთო" - აცხადებენ ახალ ხურვალეთში
.
Print

სტატიის გამოყენების პირობები