ახალი ამბები
გორის სკოლის მოსწავლეებს ინგლისური ენის სასტიპენდიო პროგრამაში მონაწილეობას სთავაზობენ
გორში დაიწყო „ინგლისური ენის შესწავლის ხელმისაწვდომობის სასტიპენდიო პროგრამა“ (English Access Microscholarship Program). მოსწავლეებმა აპლიკაცია საზოგადოება ,,ბილიკში" უნდა მიიტანონ არაუგვიანეს 7 ოქტომბრისა. მისამართზე: ქ. გორი, რუსთაველის #19/ა

პროგრამა განკუთვნილია 14-18 წლამდე მოზარდებისთვის, რომლებმაც აპლიკაციისთვის უნდა მიაკითხონ საკუთარ სკოლას (აპლიკაციები დარიგდა გორის ყველა სკოლაში).

პროგრამა მიზნად ისახავს ხელმისაწვდომი გახადოს ინგლისური ენის შესწავლა მოზარდებისთვის სოციალურად დაუცველი და ეკონომიკურად შეჭირვებული ოჯახებიდან. გარდა იმისა, რომ ბავშვები შეისწავლიან ინგლისურ ენას, ისინი, ასევე ეზიარებიან ამერიკულ კულტურასა და წეს-ჩვეულებებს და განავითარებენ ლიდერის თვისებებს. ხორციელდება ამერიკული ორგანიზაცია PH International-ისა და „საზოგადოება „ბილიკის“ მიერ, ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის დაფინანსებით
.

 

Print

სტატიის გამოყენების პირობები