ახალი ამბები
ნუგზარ სხირელის სკოლის მოჭიდავეები კასპიდან 29 მედლით დაბრუნდნენ
კასპში გამართულ ტურნირზე ნუგზარ სხირელის სახელობის სკოლის მოჭიდავეებმა მოიპოვეს 11 პირველი, 9 მეორე და ამდენივე მესამე ადგილი. ამის შესახებ ინფორმაციას გორის მერიის სპორტის განვითარების სააგენტო ავრცელებს.

პრეს-სამსახურის წარმომადგენლის ცნობით, ტურნირი, შაბათ-კვირას, გაიმართა და მასში 2007-2010 წლებში დაბადებული შეგირდები მონაწილეობდნენ.

,,გორელ და ადგილობრივ სპორტსმენთა გარდა ასპარეზობდა ქარელის, ხაშურის და თბილისის გუნდები. პირველობისათვის 2007-2010 წლებში დაბადებული მოჭიდავეები ორ სხვადასხვა ასაკობრივ კატეგორიაში იბრძოდნენ. " - აღნიშნავენ სააგენტოში.

ტურნირის გამარჯვებულები გახდნენ: თეიმურაზ თუთარაშვილი (26 კგ), გიორგი მაისურაძე (26), გოგა კოპაძე (29), გუგა ქოთუაშვილი (32), საბა პაპანაშვილი (35), გიგა ოთინაშვილი (35), იაზონ ჯიოშვილი (38), გივი კახნიაშვილი (41), ნიკოლოზ მაისურაძე (41) საბა ჭულუხაძე (44), კონსტანტინე პეტრიაშვილი (48)

მეორე ადგილებზე გავიდნენ: ზურაბ დოთიაშვილი (23), ლაშა ქარელი (29), გიორგი წურიაშვილი (29), დავით ბეგიაშვილი (32), ბექა ლომოური (38), ზურაბ თინიკაშვილი (44), დავით ყურთულაშვილი (44), დათა ნასყიდაშვილი (52), ლუკა გაგნიძე (44)
მესამე ადგილები დაიკავეს: ლევან კახნიაშვილი (26), დავით გალეგაშვილი (29), დავით ჭულუხაძე (32), რატი რევაზიშვილი (32), აკაკი მაზმიშვილი (32), საბა ტეტუნაშვილი (38), ანდრია ოქროპირიძე (38), ლაშა პავლიაშვილი (44), გურამ კობერიძე (+52).
Print

სტატიის გამოყენების პირობები