ახალი ამბები
გორელი გიორგი გეგელაშვილი არგენტინის ახალგაზრდულ ოლიმპიურ თამაშებში მიიღებს მონაწილეობას
თავისუფალი სტილის მოჭიდვე გიორგი გეგელაშვილი მესამე ახალგაზრდულ ოლიმპიურ თამაშებში მიიღებს მონაწილეობას. ამის შესახებ შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრს გორის მერიის სპორტის ხელშეწყობის სააგენტოდან აცნობეს.

პრეს-სამსახურის წარმომადგენლლის ცნობით,  ოლიმპიური თამაშები არგენტინაში გაიმართება. ქართველი სპორტსმენები კი, გუშინ ეროვნულ კომიტეტში გააცილეს.

,,ჩვენი ქვეყანა თამაშებზე 15 სპორტსმენით იქნება წარმოდგენილი, რომლებიც სპორტის ათ სახეობაში მიიღებენ მონაწილეობას. თავისუფალ ჭიდაობაში ჩვენი ქვეყნის ღირსებას მხოლოდ გიორგი გეგელაშვილი დაიცავს." - აღნიშნავენ სააგენტოში.

გეგელაშვილი შოთა ჩოჩიშვილის სახელობის ცენტრალური სასპორტო სკოლის თავისუფალი ჭიდაობის სექციის აღზრდილია. ის არის მსოფლიოსა და ევროპის პრიზიორი ჭაბუკთა შორის. ახალგაზრდული ოლიმპიური თამაშები არგენტინაში 6 ოქტომბერს აიღებს სტარტს
.
Print

სტატიის გამოყენების პირობები