ახალი ამბები
ხაშურის საბავშვო ბაღებში 7 ტონა ვაშლს დაარიგებენ
ხაშურის მუნიციპალიტეტის საბავშვო ბაღების გაერთიანება 7 ტონა ვაშლის შესყიდვას გეგმავს. ამის შესახებ გადაწყვეტილება სააგენტოს დირექტორმა დღეს მიიღო.

ადმინისტრაციის ცნობით, დაინტერესებულ პირებს შესაძლებლობა აქვთ საკუთარი პროდუქცია შესთავაზონ 11 ოქტომბრამდე.

ვაშლი უნდა იყოს უმაღლესი ხარისხის, ნაყოფი საღი, დაზიანებებისა და შავი ლაქების გარეშე, ერთი ცალი ვაშლი არანაკლებ - 130 გრ-ს უნდა იწონიდეს.

ხაშურის ბიუჯეტიდან ვაშლის შესასყიდად 6000 ლარი გამოიყო
.
Print

სტატიის გამოყენების პირობები