ახალი ამბები
TI-ის დამკვირვებლები გორის საკრებულოს აპარატის უფროსის დაჯარიმებას ითხოვენ
არასამთავრობო ორგანიზაცია ,,საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს" წარმომადგენლები გორის საკრებულოს აპარატის უფროსის, ზაქარია ნასყიდაშვილის დაჯარიმებას (2 ათასი ლარის ოდენობით ) ითხოვენ. ამის თაობაზე, ორგანიზაციის ხელმძღვანელმა გორის საოლქო კომისიის თავმჯდომარეს, მალხაზ მირუაშვილს, რეაგირების მიზნით, მიმართა.

მალხაზ მირუაშვილმა, გადაწყვეტილების მიღებამდე, ზაქარია ნასყიდაშვილს ახსნა-განმარტება მოსთხოვა.

ნასყიდაშვილმა სამი დღის ვადაში უნდა წარადგინოს მტკიცებულება იმისა, რომ სოციალურ ქსელში, საპრეზიდენტო კანდიდატის სალომე ზურაბიშვილის საარჩევნო რგოლის გაზიარებაში მას არ მიუღია მონაწილეობა.

საჩივრის მიხედვით, საკრებულოს აპარატის უფროსის, ზაქარია ნასყიდაშვილის სახელით მოქმედ პროფილზე, 2018 წლის 17 სექტემბერს, სამუშაო საათებში, სალომე ზურაბიშვილის შტაბის გახსნის ამსახველი ვიდეო გაზიარდა. დამკვირვებლების ცნობით, საარჩევნო კოდექსი ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების საჯარო მოხელეებს წინასაარჩევნო აგიტაციაში მონაწილეობის მიღებას უკრძალავს.

ერთადერთი საკითხი, რაც გორის საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეს აქვს დასაზუსტებელი, აღნიშნული პროფილის მესაკუთრის ვინაობის გაარკვევა. საარჩევნო კომისია ზაქარია ნასყიდაშვილისგან ელოდებიან პასუხს, ეკუთვნის თუ არა მას ეს პროფილი
?

Print

სტატიის გამოყენების პირობები