ახალი ამბები
ნინო ლომჯარია: ,,ოჯახის ინფორმაციით, მაია ოთინაშვილი ნაცემია"
,,საოკუპაციო ხაზზე დაკავებულ მაია ოთინაშვილთან დაკავშირებით, ჩვენთვის ახალი გარემოებები გახდა ცნობილი." - ამბობს სახალხო დამცველი, რომელმაც ცოტა ხნის წინ სოციალურ ქსელში განცხადება გაავრცელა. 

,,ოჯახის ინფორმაციით, დაკავებული ნაცემია. მათი განცხადებით, ცემა მოხდა ქარძმანში განლაგებულ რუსულ ბაზაზე. მიუხედავად იმისა, რომ დაკავებულს ჰყავს ადვოკატი, მასაც არ მიეცა მაია ოთინაშვილის მონახულების საშუალება. ოჯახის ინფორმაციით, დაკავებული არ მოუნახულებია არც ერთ დამოუკიდებელ დამკვირვებელს, რაც კიდევ უფრო აძლიერებს მათ ეჭვს." - აღნიშნავს ნინო ლომჯარია, სახალხო დამცველი.

დღეს, სახალხო დამცველის აპარატმა სპეციალური განცხადებაც გაავრცელა, რომლის მიხედვით, ხურვალეთში მაია ოთინაშვილი უკვე მე-5 ქალია, რომელიც რუსეთის სამხედრო ძალების წარმომადგენლებმა დააკავეს.
Print

სტატიის გამოყენების პირობები