ახალი ამბები
,,ემპათია" იწყებს კამპანიას რუსული ოკუპაციის შეჩერების საკითხზე
წამების მსხვერპლთა რეაბილიტაციის ცენტრი „ემპათია“ იწყებს საზოგადოებრივ კონსულტაციებს არასამთავრობო სექტორის, ექსპერტებისა და სტუდენტების ფართო ჩართულობით მცოცავი და განგრძობითი რუსული ოკუპაციის შეჩერების საკითხებზე.

ამის შესახებ განცხადებას ორგანიზაციის პრეს-სამსახურის წარმომადგენელი ავრცელებს. მისი განმარტებით, საოკუპაციო რეჟიმის მხრიდან გატაცებებისა და არაადამიანური მოპყრობის ფაქტების გახშირება, განსაკუთრებით კი, წინასაარჩევნო პერიოდში, ნათლად ემსახურება მოსახლეობაში შიშისა და ნიჰილიზმის დანერგვას. ,,რაც ჩვენს მიერ არაერთგზის განმარტებული „სტოკჰოლმის“ სინდრომის გამყარებას უწყობს ხელს." - აღნიშნულია განცხადებაში.

,,ემპათიის" წარმომადგენლის განცხადებით, საოკუპაციო რეჟიმის მხრიდან ასეთი ფაქტების გააქტიურება მიმართულია სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს მიერ არსებულ გამოძიებაზე ნეგატიური გავლენის მოსახდენად და „ომი ჩვენ დავიწყეთ“ მოსაზრებისა თუ შეგნებული მავნებლობის მხარდასაჭერად. ,,სამწუხაროდ, ხელისუფლება მოკლებულია ქმედითი ზომების მიღების უნარს" - განმარტავენ ორგანიზაციაში
.

 

Print

სტატიის გამოყენების პირობები