ახალი ამბები
დე-ფაქტო მთავრობა: ,,სექტემბერში 53 მოქალაქე დავაკავეთ"
2018 წლის სექტემბერში, ე.წ. სასაზღვრო რეჟიმის დარღვევისა და საზღვრის უკანონო გადაკვეთის ბრალდებით 53 პირი დააკავეს. ამის შესახებ ინფორმაციას დე-ფაქტო სამხრეთ ოსეთის უშიშროების კომიტეტი ავრცელებს.

კომიტეტის პრეს-სამსახურის ცნობით, თითქმის ანალოგიური რაოდენობის შემთხვევებია ,,გამოვლენილი" აგვისტოში. აგვისტოში ასეთი 56 ფაქტი დააფიქსირეს.

სექტემბერში დაკავებულ პირებიდან 29 მოქალაქე საზღვრის გადაკვეთის მუხლით, ხოლო 24 - სასაზღვრო რეჟიმის დარღვევის ბრალდებით გასაამართლეს.

ჯამში 41 ადამიანი დაჯარიმდა, 5 მოქალაქე ადმინისტრაციული სახდელის სახით გაძევებულ იქნა დე-ფაქტო რესპუბლიკიდან, 6 პირი გააფრთხილეს, ხოლო 1 დააპატიმრეს. ჯარიმებიდან კი, ცხინვალის ბიუჯეტმა მიიღო 142,000 რუბლი.
Print

სტატიის გამოყენების პირობები