ახალი ამბები
კანონი, რომლის მიხედვით მაია ოთინაშვილს ბრალი წაუყენეს, რუსეთის საზღვრის დარღვევას ეხება
დე-ფაქტო სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის უშიშროების კომიტეტის განცხადებით, მაია ოთინაშვილს ბრალი რუსეთის სისხლის სამართლის კოდექსის 322-ე მუხლის მიხედვით, წაუყენეს. ამის შესახებ ოსურმა მედიამ რამდენიმე სტატიაში დაწერა.

აღნიშნული მუხლი ოსურ მედიაში ციტირებულია შემდეგნაირად: ,,ст. 322 УК РФ «Незаконное пересечение границы»" (საზღვრის უკანონო გადაკვეთა)

აქედან ,,УК РФ" აღნიშნავს შემოკლებულ ვარიანტს: ,,Уголовный кодекс Российской Федерации" - იგივე რუსეთის ფედერაციის სისხლის სამართლის კოდექსს

ხოლო ამ კოდესის 322-ე მუხლს შემდეგი შინაარსის განარტება აქვს: УК РФ Статья 322 ,,Незаконное пересечение Государственной границы Российской Федерации" (რუსეთის ფედერაციის სახელმწიფო საზღვრის უკანონო გადაკვეთა).

როგორც ცნობილია, რუსეთის ფედერაციამ დე-ფაქტო სამხრეთ ოსეთი დამოუკიდებელ სახელმწიფოდ 2008 წლის 26 აგვისტოს გამოაცხადა.

რუსეთის სისხლის სამართლის კოდექსის 322-ე მუხლის პირველი პუნქტი 2-ათასლარიანი ჯარიმის დაკისრების მიზეზს ასაბუთებს: კერძოდ, 1-ლი პუნქტის მიხედვით, რუსეთის ფედერაციის სახელმწიფო საზღვრის გადაკვეთა რუსეთის ფედერაციაში შესვლის ან რუსეთის ფედერაციის დატოვების უფლების მოქმედი დოკუმენტების გარეშე ან რუსეთის ფედერაციის კანონმდებლობით დადგენილი წესით მიღებული ნებართვის გარეშე - ისჯება ჯარიმით ორასი ათასი რუბლის ოდენობით, ან მსჯავრდებულის 18 თვის ოდენობის ხელფასის ან სხვა შემოსავლის ოდენობით, ან ორწლიანი იძულებითი შრომით, ან იმავე ვადით პატიმრობით.

გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ბობნევში (ახალი ხურვალეთი) მაია ოთინაშვილი 2018 წლის 29 სექტემბერს საკუთარ ნაკვეთში რუსმა სამხედროებმა დააკავეს. ცხინვალის უშიშროების კომიტეტმა ბრალი, ზემოაღნიშნული მუხლით, წაუყენა. დე-ფაქტო მთავრობის სასამართლომ მაია ოთინაშვილს ოფიციალურად ორთვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდა
.
Print

სტატიის გამოყენების პირობები